ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიისა და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიისა და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდება 26 სექტემბერს 14:30 საათზე.
დღის წესრიგი
1.შუამდგომლობა-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ სამთავრობო კომისიისათვის წარდგინების შესახებ“.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის #22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თამაზ ხაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი
3.განკარგულების პროექტი-„საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #02 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
4. განკარგულების პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
5. სხვადასხვა