ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა 26 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები;

1. დადგენილების პროექტი -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი:მინდია დიასამიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. შუამდგომლობა-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ სამთავრობო კომისიისათვის წარდგინების შესახებ“.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის№22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: თამაზ ხაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი
4. განკარგულების პროექტი-„საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის№02 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
5. განკარგულების პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
6. სხვადასხვა.