ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 26 ივლისს ჩატარდება

1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის #29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: იოსებ ბოლქვაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2018 წლის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახალგაზრდული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მადონა დავითაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი
4. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
5. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კორექტირებული სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი
6.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.
მომხსენებელი:ვახტანგ ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
7.სხვადასხვა