ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამარტივებულ კონკურსს აცხადებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამარტივებულ კონკურსს  აცხადებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს გამარტივებულ კონკურსს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ექსპერტ - კონსულტანტზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ოფიცილაურ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge.

განცხადების მიღება დღეს დაიწყო და 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:

--განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

---სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;

კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკემენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.