ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრს ფადიმე მალაყმაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრს ფადიმე მალაყმაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში მცხოვრებ ფადიმე მალაყმაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძემ და მერიის განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მ/შ მადონა დავითაძემ მიულოცეს. 100 წლის ქალბატონს საჩუქრად ფულადი თანხა და ტკბილეულის კალათა გადაეცა.

ფადიმე მალაყმაძე 1918 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოქოლოთში დაიბადა, ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ჰყავს 5 შვილი, 15 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი. 1951-1953 წლებში რეპრესირებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალბატონია.