ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მერიისა და ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლებს დამდეგი შობა - ახალ წელი მიულოცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მადლობას გიხდით იმ საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ. ჩვენ საკუთარ თავზე უმნიშვნელოვანესი მისია გვაკისრია, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის ყოფითი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას ითვალისწინებს და ამ ყველაფერში მე თითოეული თქვენგანის გვერდით დგომის იმედი მაქვს. ჩემთვის მთავარი საქმეა, რომელიც დაუღალავად და პირნათლად უნდა გავაკეთოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და წინსვლას!" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.