ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებას!

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებას!

 ძვირფასო პატარებო, პედაგოგებო და მშობლებო! 

   განსაკუთრებული სიყვარულით და მოწიწებით ვულოცავთ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებას ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიზანია კომფორტულ გარემოში სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდის განათლება მიიღოს თითოეულმა ბავშვა.  სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში აშენდა 6 ახალი ბაღი და 2 ბაღის მშებნებლობა მიმდინარეობს. ამჟამად ხელვაჩაურში 15 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

   ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე 1605 აღსაზრდელი ირიცხება. პარალელურად კი მიმდინარეობს პატარების რეგისტრაციის პროცესი. 
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 (მახინჯაური, ფერია, ხელვაჩაური) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნაა დაგეგმილი.

  წელს ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ეყოლებათ  ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის სპეციალისტები. ასევე  დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, გადამზადების კურსები გაიარეს აღმზრდელ-მასწავლებლებმა და  ექთნებმა.