ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეწვის ოსტატებთან

დღეს, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეწვის ოსტატებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ "ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს რეწვის ხელოვნების დარგში არსებული მდგომარეობა და მუნიციპალიტეტის მხრიდან რეწვის ოსტატების ხელშეწყობის გზები. შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა რეწვის ნიმუშების გამოფენა. ა(ა)იპ "ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რეწვის ოსტატებს გაუწიონ შესაბამისი დახმარება, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით. შეხვედრა მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.