ხელვაჩაურის ბაღებში ჭადრაკის პოპულარიზაცია გრძელდება

2017 წლის 17 ივნისს მირვეთში ჩანჩქერთან ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატმა ლაშა ჯანჯღავამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მასტერ კლასი ჩაუტარა. მონაწილეებს შორის ყველაზე ნიჭიერად ჭადრაკის დიდოსტატმა ერგეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელი კონსტანტინე ლორთქიფანიძე მიიჩნია.
ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით პედაგოგებმა ინდივიდუალურად გაიარა პრაქტიკული სავარჯიშოები.
საპილოტე პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ აჭარისწყლის საბავშვო ბაღში განხორციელდა, რომელმაც გაამართლა. მოგვიანებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჭადრაკის შესწავლა ყველა საბავშვო ბაღში დაწყებულიყო.ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატმა ლაშა ჯანჯღავამ პროექტი წარმატებულად შეაფასა.