ხელვაჩაურის ახალარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ხელვაჩაურის ახალარჩეული მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან 2017 წლის 13 ნოემბრიდან ოფიციალურად შეუდგა. მერი პირველ რიგში ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს შეხვდა.
დღეს ხელვაჩაურის მერმა თითოეული სამსახურისა და განყოფილების უფრესებთან ერთად წამყვან სპეციალისტებს შეხვდა. ჯუმბერ ვარდმანიძემ თანამშრომლებს პირველ რიგში დისიპლინა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი პასუხისმგებლობა მოთხოვა.
ახლადარჩეულ მერს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების გაცნობაპირველ სამუშაო დღეს არ დასჭივრებია, რადგან ყველა თანამშრომელს აქამდეც კარგად იცნობდა. იგი 4 წლის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
პირველ სამუშაო დღეს ხელვაჩაურის მერმა მედიასთან აღნიშნა, რომ მერიაში იგეგმება ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება და იგი მზად არის ჟურნალისტებთან ღია იყოს და მათთან ითანამშრომლოს.
„ცვლილებები იგეგმება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებს. იმედი მაქვს, არსებულ გუნდთან ერთად ახალი ძალებით ეფექტურად და ნაყოფიერად ვიმუშავებ'' - აღნიშნა დღეს ჯუმბერ ვარდმანიძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ხელვაჩაურის მერმა - ჯუმბერ ვარდმანიძემ - 51,99% მიიღო.