ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ინგლისური ენის კლუბმა დაიწყო ფუნქციონირება

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ინგლისური ენის კლუბმა დაიწყო ფუნქციონირება

მიმდინარე წლის 04 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინგლისური ენის კლუბში განახლდა მუშაობა. პირველ შეხვედრა ჩატარდა 15:30 საათზე, რომელშიც ხელვაჩაურში მცხოვრებმა 40 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ შეხვედრაზე განისაზღვრება კურსის სწავლების დონე. (ელემენტარული, დამწყები, საშუალო). გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთჯერ, 15:30 დან 17:30 საათამდე.
კლუბს უხელმძღვანელებს და გაკვეთილებს ჩაატარებს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე დეინა ვაისი.