ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების ექსკურსია ზუგდიდში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების ექსკურსია ზუგდიდში
29 აგვისტოს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წიგნის კითხვის კლუბის აქტიური წევრებისთვის წამახალისებელი ექსკურსია მოეწყო ზუგდიდში. ახალგაზრდებმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში საგამოფენო სივრცეები ,,დადიანები“ და ,,საგანძური“ მოინახულეს. გაეცნენ დადიანების სასახლის ისტორიასა და საერთაშორისო კავშირებს, დაათვალიერეს მუზეუმში დაცული მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები,გაეცნენ მათ მნიშვნელობასა და წარმოშობას. ექსკურსიაში სულ 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა