ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბი აცხადებს მკითხველთა რეგისტრაციას 12 დან 20 თებერვლის ჩათვლით

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბი  აცხადებს მკითხველთა რეგისტრაციას 12 დან 20 თებერვლის ჩათვლით

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბი აცხადებს მკითხველთა რეგისტრაციას 12 დან 20 თებერვლის ჩათვლით.

კითხვის კლუბის პროგრამის აღწერილობა:
დარეგისტრირებულმა წევრებმა უნდა წაიკითხონ 12 წიგნი, რომელთა სიაც ქვემოთ მოცემულია და ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ, წინასწარ ცნობილი გრაფიკის მიხედვით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში უნდა დაესწრონ წაკითხული წიგნის განხილვას და აქტიურად მიიღონ მასში მონაწილეობა. განხილვებს წარუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები.

პროექტის ფარგლებში სავალდებულოა 12 წიგნის განხილვიდან მინიმუმ 10 განხილვაში მონაწილეობის მიღება და 12- ვე წიგნის წაკითხვა.

მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა.

ისინი ვინც წაიკითხავენ სიაში მოცემულ ყველა წიგნს და 12 - დან 10 განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, პროექტის ბოლოს წახალისდებიან სხვადასხვა საჩუქრებით.

პროექტის ბოლოს ჩატარდება "ლიტერატურული ვიქტორინა" რომელიც შედგენილი იქნება წაკითხული წიგნების საფუძველზე. შედეგების მიხედვით 5 საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ წიგნების მაღაზიის სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერებს.

განხილვები ჩატარდება სამშაბათობით, ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობისა და გრაფიკის მიხედვით, 15:30 დან 17:30 საათამდე.

წიგნების სია:

1. ნიკო ლორთქიფანიძე „შელოცვა რადიოთი“ - 27 თებერვალი
2. რიჩარდ ბახი „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ – 06 მარტი
3. ოთარ ჭილაძე „რკინის თეატრი“ – 20 მარტი
4. ჯემალ ქარჩხაძე „ოპერაცია დეიდა ტასო“, „სასწაული“, „მარიანა“ – 03 აპრილი
5. ერიხ მარია რემარკი „სამი მეგობარი“ – 17 აპრილი
6. გოდერძი ჩოხელი „წითელი მგელი“ - 01 მაისი
7. ფრენსის სკოტ ფიცჯერარდი „დიდი გეტსბი“ – 15 მაისი
8. ჯორჯ ორუელი „1984“ – 29 მაისი
9. დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობა“ – 05 ივნისი
10. ჯონ სტაინბეკი „თაგვებსა და ადამიანებზე“ – 12 ივნისი
11. ენჯი თომასი „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ – 26 ივნისი
12. ჩარლზ დიკენსი „ორი ქალაქის ამბავი“ – 10 ივლისი