ხელვაჩაურის აგრარული ბაზარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გთავაზობთ

ხელვაჩაურის აგრარული ბაზარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გთავაზობთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი ყოველ შაბათ დღეს ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ პროდუქტს გთავაზობთ. დღეს ბაზრში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიტანილი ნატურალური პროდუქციის 90% დღის პირველ ნახევარში გაიყიდა. დღეს ბაზარში ნატარული პროდუქცია ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან და პირველ მოადგილესთან ნოდარ ხალვაშთან ერთად შეიძინა. 
   ამ ეტაპზე ბაზარი მხოლოდ კვირაში ერთ დღეს შაბათობით დილის 9:00 საათიდან 11:00 საათამდე ფუნქციონირებს. 
  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ბაზრის სრულყოფილად დატვირთვის მიზნით დახლების იჯარით გაცემის საკითხზეც მუშაობს.