ხელბურთში ჩემპიონატში ხელვაჩაურის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა

ხელბურთში ჩემპიონატში ხელვაჩაურის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა

აჭარის ჩემპიონატი ხელბურთში ბათუმში ყინულის სასახლეში ჩატარდა, რომელშიც ხელვაჩაურში მცხოვრებმა სპორტსმენებმაც მიიღო მონაწილეობა. .ჩემპიონატში 2002-2004 წლებში დაბადებული ხელბურთელების 6 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდმა III ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ მედლები,თასები და სიგელები. ჩემპიონატი აჭარის ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.