ხასან ჰელიმიშის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხასან ჰელიმიშის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

   სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ლაზი თვითნასწავლი მხატვრისა და პოეტის ხასან ჰელიმიშის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილე თეონა ბერიძე და ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.
 მუზეუმში არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შესულია აჭარის მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებში და მიზნად ისახავს სამუზეუმო განათლების წვლილს ახალგაზრდობის სულიერი და კულტურული განვითარების საქმეში. ამ პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია ლაზი მხატვარი და პოეტი ხასან ჰელიმიში. 
პროგრამა განკუთვნილია საჯარო სკოლის V – XI კლასის მოსწავლეთათვის. საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და ხელოვნების პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და გიდი პედაგოგის დახმარებით ერთობლივად დაგეგმონ გაკვეთილი მუზეუმში, სადაც თეორიულად გაეცნობიან უძველესი კოლხეთის სამეფოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, ჩაერთობიან აქტივობებში და იმსჯელებენ იმის შესახებ თუ როგორ შეძლეს ლაზებმა ენისა და თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნება. 
   ხასან ჰელიმიშის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში სარფის სასოფლო კლუბის და საჯარო სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.