იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა

დღეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სხდომაზე დღის წესრიგით 4 საკითხი იყო წარდგენილი. გაერთიანებულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი იყო.
2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 16 464 400 ლარი განისაზღვრა. ხარჯვითი ნაწილი კი შემდეგნაირად გადანაწილდა სახელმწიფო მომსახურება 3 200 900 ლარი, თავდაცვა 92 650 ლარი, განათლება, 4 098 1006 ლარი, სოციალური დაცვა 510 170 ლარი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები 2018 წელთან შედარებით 96 452 ლარით გაზრდილია, მოქმედ 15 პროგრამას დაემატება 2 ახალი პროგრამა.
ცვლილება შედის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წელს განსახორციელებელ პროგრამებში, ცვლილების თანახმად პროგრამაში დაჩენილი ეკონომიით მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე, რომლებმაც დაგვიანებით შემოიტანეს განცხადებები, ჯამში 4 სტუდენტია, გაიცეს ერთჯერადი სტიპენდია, აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და კენჭისყრის შედეგად პროგრამაში ცვლილებები განხორციელდება საკრებულოს სხდომაზე.
კომისიის სხდომაზე წარდგენილი იყო ასევე განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ.