ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ახალსოფელში

ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ახალსოფელში

სოფელ ახალსოფელში ცენტრალური გზიდან სასაფლაოების მიმართულებით 400 გრძ. მ შიდა სასოფლო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინაეობს გზის მოშანდაკების სამუშაოები.

დღეს, ახალი სანიაღვრე არხი მოეწყო ფერცელიძეების დასახლებასთან, სადაც ძველი სანიაღვრე არხის გაუმართაობის გამო, წვიმების შედეგად წლების განმავლობაში იტბორებოდა მიმდებარე ტერიტორია.

პროექტის ღირებულება 28 389 ლარია, სამუშაოებს შპს ,,მირვეთი 777’’ აწარმოებს.