ინფრასტრუქტურის,სივრცითი მოწყობისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

ინფრასტრუქტურის,სივრცითი მოწყობისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელეს.
ცვლილება შედის ”სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებებლი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” პროგრამაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ხშირია სტიქიური მოვლენები, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მუნიციპალიტეტის მოახლეობას, ასევე მუნიციპალიტეტსიარსებულ ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებით მაღალია რისკი საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაში.პროგრამაში შეტანილი იქნა ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ სადაც გადაუდებელი და გამოუვალი მდგომარეობა იქნება, მიუხედავად ქულისა და სოციალური მდგომარეობისა, სამუშაოები შესრულდება უფასოდ ანუ როგორც სოციალურად დაუცველების შემთხვევაში.
კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპლაიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ანგარიში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შემოსულობების მიმდინარე დაზუსტებული გეგმა იყო 19 023 218 ლარი, ფაქტიურ შემოსავლებმა კი შეადგინა 18 463 630 ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 97, 1%-ით. გარდა ადგილობრივი შემოსავლებისა და სხვა შემოსავლებისა, ადგილობრივ ბიუჯეტში დაგეგმილი იყო აუცილებელი ხარჯების დასაფარავად გათანაბრებითი ტრანსფერი, რომლის წლიური გეგმა შეადგენდა 5 236 500ლარს, ფაქტიურად მიღებულია 5 236 500 ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 100%-ით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 4 827 350 ლარს, ფაქტიურად მიღებულია 4 153 182 ლარი ანუ 86%. ქონების გადასახადის წლიური გეგმა შეადგენდა 5 660 794 ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 5 762 432 ლარი ანუ გეგმა შესრულდა 101, 8%-ით. სხვა შემოსავლების 2017 წლის წლიური გეგმა შეადგენდა 1 416 003 ლარ, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 1 573 848 ლარი, ანუ 111, 1%.
საკითხების ირგვლილ მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განსახილველად გავიდეს საკრებულოს სხდომაზე.