IDFI-მ 2017 წლის ღია საჯარო დაწესებულებად ხელვაჩაურის საკრებულოც მიიჩნია

IDFI-მ 2017 წლის ღია  საჯარო დაწესებულებად ხელვაჩაურის საკრებულოც  მიიჩნია
 
 IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) - 2017 წლის ღია საჯარო დაწესებულებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოც მიიჩნია. კვლევების თანახმად 2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 39-მა საჯარო ორგანიზაციამ და მათ შორისაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოში გასულ წელს სხვადასხვა დაწესებულებებიდან და მოქალქეების მიერ 24 საჯარო ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი.
კვლევა მოიცავდა 2017 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასების 
ტენდენციებს, ასევე, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით IDFI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკას.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროეატიულად გამოქვეყნების შსესახებ, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს და საჯაროს ხდის მუნიციპალიტეტის მუშაობას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები(დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, ასევე ინფორმაცია ყოველდღიური ღონისძიებების შესახებ (და სხვა) შეგიძლიათ იხილოთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე www.khelvachauri.ge