I- ადგილი მოიპოვა ჩიქუნეთის საჯარო სკოლამ მაგიდის ჩოგბურთში

I- ადგილი მოიპოვა ჩიქუნეთის საჯარო სკოლამ მაგიდის ჩოგბურთში

28-ე სპორტული თამაშების ფარგლებში დღეს დასრულდა მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი. ტურნირში სულ მონაწილეობდა 9 საჯარო სკოლა. I- ადგილი ჩიქუნეთის საჯარო სკოლამ, II- ადგილი თხილნარის №1 საჯარო სკოლამ, ხოლო III- ადგილი ზედა თხილნარის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის 28-ე სპორტული თამაშები 24 თებერვალს დაიწყო და ივნისის თვეში დასრულდება. შეჯიბრი სპორტის 9 სახეობაში - მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში (გოგონები, ვაჟები), თავისუფალ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კალათბურთში, ხელბურთში, მინი-ფეხბურთში, მძლეოსნობასა და ჭადრაკში ჩატარდება. 
აღნიშნული ღონისძიება ტარდება ხელვაჩაურის სასპორტო სკოლისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.