გზების დაბეტონების პროცესს მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გაეცნო
სოფელ კაპრეშუმში, მასაურაში, ორთაბათუმში და სალიბაურში გზების დაბეტონების პროცესს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მერიის კონტროლის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად გაეცნო. დღეს 80 კუბური მეტრი გზის ნაწილი მოწესრიგდა.
ორი დღის წინ მახინჯაურში და განთიადში მოწესრიგდა საავტომობილო გზის ნაწილი.
მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად.
ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5200 კუბერი მეტრი გზის დაბეტოენება არის დაგეგმილი. პროექტისთვის მილიონ 134 515 ლარია გამოყოფილი.