ღვაწლმოსილები საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოვების ცერემონია კულტურის ცენტრში გაიმართა. 11 ღვაწლმოსილ პიროვნებას საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დღესვე კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივებისა და ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება წელს მეორედ გაიმართა, რომელსაც ადგილობრივები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.