გაზაფხულის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა

გაზაფხულის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა

   სარფის კლუბისა და მუზეუმის ერთობლივი საზეიმო ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო. კონცერტზე მოწვეულ მრავალშვილიან დედებს გამგებელმა ფასიანი საჩუქრები გადასცა. დღეს კი აჭარისწყლის კულტურის სახლში მარტის თვისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბოლო კონცერტი ჩატარდა.ღონისძიებები 16 საკლუბო დაწესებულებაში ჩატარდა, სადაც სიმბოლური საჩუქრები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით სულ 72 ქალბატონს გადაეცა.