განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 4 საკითხზე იმსჯელეს.სხდომაზე წარდგენილი იყო მუნიციპლიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, ცვლილების თანახმად ხარჯვით ნაწილი იზრდება-332 293 ლარის ოდენობით:
სხვა ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებზე დამატებით 4 000 ლარი გამოიყოფა მათ შორის: 2 000 ლარი ჩიტო ომერაძის წიგნის გამოსაცემად და 2 000 ლარი სახალხო ღონისძიებაზე დასამატებლად.