გამწვანების აქცია ქედქედის საბავშვო ბაღში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის ეზოების გამწვანება გრძელდება. ქედქედის ბაღში ფიჭვის ნერგები მერიის განათლების ,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა და ბაღის თანამშრომლებმა დარგეს.
გამწვანების აქცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით იმართება. ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 200 - მდე ნერგი დაირგო.