გამწვანების აქცია ხელვაჩაურში

გამწვანების აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გრძელდება. სოფელ სატეხიაში, სალიბაურში და კაპრეშუმში 80 ძირი ნაძვის ნერგი ბავშვებმა, პროკურატურისა და მერიის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების თანამშრომლებმა დარგეს. 
მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ინიციატივით ორი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 200 - მდე ნერგი დაირგო.