გამწვანების აქცია აჭარისწყლის საბავშვო ბაღში

გამწვანების აქცია აჭარისწყლის საბავშვო ბაღში

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქციები გრძელდება. დღეს აჭარისწყლის საბავშვო ბაღის ეზოში ფიჭვის ხეები პატარებმა, პედაგოგებმა და გამგეობის თანამშრომლებმა დარგეს. 
   გამწვანების აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც საბავშვო ბაღების გაერთიანების, გამწვანებისა და კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბაღის ეზოში სულ 30 ხე დარგეს.
   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამწვანების აქციის ჩატარებას კვლავ გეგმავს.