გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იწყება

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იწყება

მალე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იწყება. პროექტის თანახმად გამგეობის შენობის მიმდებარედ დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, გაზონები, გარეგანათება. დაიგება ქვაფენილები, ღობეები მოეწყობა მილკვადრატებით. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 116 ათას 725 ლარია გამოყოფილი.