გამგებელმა მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალბატონებს დედისა და ქალთა დღე მილოცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომუშავე ყველა ქალბატონს მიულოცა. ხელმძღვანელმა პირმა 40 ქალბატონს საჩუქრად ყვავილები გადასცა. ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პოზიციაზე 8 ქალი მუშაობს.
გამგებელმა ქალებს ჯანმრთელობა, წინსვლა, წარმატებული და ნაყოფიერი სამუშაო გარემო უსურვა!