გაერთიანებული კომისიის სხდომა ჩატარდა

გაერთიანებული კომისიის სხდომა ჩატარდა

 

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების  გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2018   წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25 იანვარს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება. პირველადი ბიუჯეტი 15 819 311 ლარით განიზაღვრება, რომელიც მუნიციპალიტეტში მოქმედ ინფრასრტუქტურულ, სოციალურ და სხვა რიგი პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.

 სხდომას  საკრებულოს  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე უძღვებოდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14  საკითხს უყარეს კენჭი.