გაერთიანებული კომისიის სხდომა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ-საპროცედურო და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 7 საკითხზე იმსჯელეს.
მთავარი განსახილველი საკითხი 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 424016 ლარი ემატება. მათ შორის დაგეგმილია შვიდი ახალი ინფრასტურტურული პროექტის განხორციელება.
სოფელ გემურაულში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა- 45392 ლარი.
სოფელ თხილნარში მინის სპორტული მოედნის მოწყობა- 94884 ლარი.
სოფელ თხილნარში(აგარა) არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია- 85971 ლარი.
სოფელ ზანაქიძეებში (სატეხიის) მიმართულებით სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობა- 25698 ლარი.
სოფელ ჭარნალში სასოფლო გზის რეაბილიტაცია-139 179 ლარი
სოფელ ქვედა ჯოჭოში კახიძეებისა და ჭანიძეების დასახლებაში მილხიდის მოწყობა- 5185 ლარი.
ფედრსამაგრი ნაგებობების მშენებლობისათივს პროგრამა სდემატება 10 000 ლარი.
ცვლილები განხორციელდება ასევე 2019 წელს განსახორციელებელ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, უკვე დაზუსდტა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სოფლებში ქოქოლეთსა და ზედა ჩხუტუნეთში.
სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო მერიის სამსახურების ანგარიშები.