ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 3 საკითხზე იმსჯელეს. ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, შემოსავლების ნაწილს ემატება 749 949 ლარი. ხარჯვითი ნაწილი იზრდება 1 273 777 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებისათვის. მათ შორის: მტირალა - ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის მესამე ეტაპისათვის 500 000 ლარი, შიდა სასოფლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ჯამში 458 407 ლარია გათვალისწინებული და სხვა რიგი ღონისძიებები; გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამები განიხილეს. სხდომას საჯკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიდმანიძე უძღვებოდა.