გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დეპუტატებმა 19 საკითხზე იმსჯელეს

დღეს იურიდიული, საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა 19 საკითხზე იმსჯელეს. მომხსენებლებმა საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, მერიის საშტატო ნუსხაზე,მოქალაქეთა მიერ წარდგენილ პეტიციებზე და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესზე ისაუბრეს.