ფოლკლორული ღონისძიება თხილნარის კულტურის ცენტრში

ფოლკლორული ღონისძიება თხილნარის კულტურის ცენტრში

    მიმდინარე წლის 2 დეკემბერს 14:00 საათზე თხილნარის კულტურის ცენტრში ჩატარდა მორიგი ფოლკლორული ღონისძიება, რომელსაც ფოლკლორის დარგთან ერთად ორგანიზება გაუწია თხილნარის, მახოს და ჭარნალის საკლუბო დაწესებულებებმა. საღამოზე წარმოდგენილი იყო თხილნარში, მახოსა და ჭარნალში არსებული ფოლკლორული მასალები, პოეზიის, რეწვის უნიკალური მასალები. ასევე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.