ფოლკლორული ღონისძიება "ლაზური ქორწილი"

ფოლკლორული ღონისძიება "ლაზური ქორწილი"
17:00 საათზე, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა ფოლკლორის დარგისა და სარფის კლუბის ერთობლივი თეატრალური წარმოდგენა "ძველი ლაზური ქორწილი". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სარფში მცხოვრები ლაზი მოხალისეები რომლებმაც გააცოცხლეს ლაზური ქორწილისათვის დამახასიათებელი ტრადიციები თავისი უნიკალური ფოლკლორული სასიმღერო ნიმუშებით. თეატრალურ წარმოდგენას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ხელვაჩაურის მაცხოვრებლები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.