"ფლეშმობი" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

"ფლეშმობი" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

29 სექტემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ფლეშმობი სახელწოდებით "ადაპტირებული გარემო", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებმა. ღონისძიება ინკლუზიური იყო და მასში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა საზოგადოებას ერთხმად მოუწოდეს გარემოს ადაპტირების აუცილებელი საჭიროების შესახებ, იმისთვის რომ ყველასთვის თანაბრად იყოს შესაძლებელი საზოგადოებრივ სიკეთეებთან წვდომა და სარგებლობა.და ასევე ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტიგმისა და სტერეოტიპების რღვევასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიურ ჩართულობას. აღნიშნულ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო.