ფერდსამაგრების და დამცავი გაბიონის მოწყობა ხელვაჩაურში

ფერდსამაგრების და დამცავი გაბიონის მოწყობა ხელვაჩაურში

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში სამ ლოკაციაზე ფერდსამაგრი და დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ნია’’. ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარე სამუშაოების გარდა კომპანია მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში კიდევ ოთხ ლოკაციაზე შეასრულებს ფერდსამაგრის მოწყობის სამუშაოებს. მთლიანად პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 111 451 ლარია გამოყოფილი.