"ეს ჩვენი დღეა"

"ეს ჩვენი დღეა"

საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. ღია ცის ქვეშ მაყურებლის წინაშე კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები, ადგილობრივი ფოლკლორულო ცეკვის და სიმღერის ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლებლები კონცერტით წარსდგნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ მიულოცეს. 
სპორტული ღონისძიებები, ფოტო გამოფენები, 26 მაისის თემატიკაზე ხატვის კონკურსი, სახის მოხატვა, ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, მუნიციპალიტეტის კუთხის წარმოჩენა ტრაქდიციული კერძებით - ეს და სხვა საინტერესო ღონისძიებები გაიმართა დღეს ხელვაჩაურში. 
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.