ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

  ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამ დროისთვის 23:00 საათი მუნიციპალიტეტში სიტუაცია მართვადია. ზარალის დათვლას გამგეობის შესაბამისი კომისია  ხვალ დილიდან დაიწყებს.  

  23 აპრილს ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურის სოფლებში ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავები დაზიანდა რამდენიმე საჯარო სკოლის შენობაზეც. ადგილზე დროულად იყვნენ მობილიზებულნი როგორც მუნიციპალიტეტის, ისე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.  დროებით მოხერხდა დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. დაზარალებულების მდგომარეობას ხვალ კომისია შეისწავლის.