ჯუმბერ ვარდმანიძე ზედა ჭარნალის მოსახლეობას შეხვდა

ჯუმბერ ვარდმანიძე ზედა ჭარნალის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე პირველ მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრთან სულხან დუმბაძესთან ერთად სოფელ ზედა ჭარნალის მოსახლეობას შეხვდა. მერი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში თვითნერბურად შესახლებული ოჯახების პრობლემას გაეცნო. 8 ოჯახი მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვს. აღნიშნულ შენობაში მოსახლეობა 20 წლის წინ შესახლდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ საკითხს შეისწავლის და შესაბამის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს. შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრა მიმდინარე წლის 24 თებერვალს შედგა.