ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და განათლების,კულტურის, სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდება 2019 წლის 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები;
1.დადგენილების პროექტი: ,, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
2. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
4.სხვადასხვა