დისკუსია თემაზე "როგორ გავაძლიეროთ ქალები მუნიციპალიტეტში"

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ, ჟურნალისტთა ქსელთან გენდერული თანასწორობისთვის და ბათუმის გენდერის მედიაცენტრთან თანამშრომლობით გადაწყვეტილების მიმღებ, ლიდერ კაცებთან დისკუსია მოეწყო. დისკუსიის თემა იყო „როგორ გავაძლიეროთ ქალები მუნიციპალიტეტებში“ დისკუსიაში ჩართული იყო ქსელის კოორდინატორი თამილა დოლიძე და თანამომხსენებლები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე (სკაიპ-ჩართვა), მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე. თანამომხსენებლებმა ხელისშემშლელ ფაქტორებსა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. დისკუსიის მიზანი, იყო იმ ლიდერი კაცების გამოვლენა, რომლებიც სამომავლოდ გენდერული თანასწორობის იდეის მხარდამჭერები გახდებიან, ასევე, მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა პოლიტიკურ დაწინაურებას. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით.