დღეს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

დღეს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის, საფინანსო - საბიუჯეტო და 
ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების, 
ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კომისიის წევრებმა 5 საკითხზე იმსჯელეს.

კომისიის სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იყო. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად შემოსავლების ნაწილს ემატება 749 949 ლარი. ხარჯვითი ნაწილი იზრდება 1 273 777 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებისათვის. მათ შორის: მტირალა - ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის მესამე ეტაპისათვის 500 000 ლარი, შიდა სასოფლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ჯამში 458 407 ლარია გათვალისწინებული.

გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამები განიხილეს.

ცვლილება შედის ასევე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წლის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახლგაზრდული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #79 განკარგულებაში.
კომისიის სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე უძღვებოდა.