დღეს საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა ჩატარდა

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყარეს კენჭი.
სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს.
სხდომას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე უძღვებოდა.