დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა 1 საკითხს უყარეს კენჭი და კენჭისყრის შედეგად  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილელბა შევიდა. დადგენილებაში ცვლილება მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციამ გამოივწვია. როგორც საკითხის მომხსენებელმა მირზა ბახტაძემ განმარტა: “  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ბრძანებით მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი მერიის სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ აუცილებელი გახდება რიგი ცვლილებების განხორციელება მერის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ  აქტში, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია მერიის დებულების მე-13 მუხლის ამოქმედების თარიღი განისაზღვროს 2018 წლის 01 აპრილი“.

სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა.