დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოეწყო

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის  საჯარო განხილვა მოეწყო

დღეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.
 ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ წარუდგინეს.
 მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველადი ბიუჯეტი 17 743 400 ლარით განიზასღვრა.
2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 17 743 400 ლარი განისაზღვრა. ხარჯვითი ნაწილი კი შემდეგნაირად გადანაწილდა; 
 სახელმწიფო მომსახურება 3 200 900 ლარი, თავდაცვა 92 650 ლარი, განათლება, 4 098 1006 ლარი, სოციალური დაცვა 510 170 ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები 2018 წელთან შედარებით 96 452 ლარით გაზრდილია, მოქმედ 15 პროგრამას დაემატება 2 ახალი პროგრამა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ და კაპიტალურ პროექტებს 6261693 ლარია გათვალისწინებული, მათ შორის დაგეგმილია კიდევ ერთი სოციალური სახლის მშებნებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3335145 ლარი დაიხარჯება. 
სტიქიურ რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებზე ფერდსამაგრი სამუშაოებისათვის 250 000 ლარი გამოიყოფა.
2019 წლის ბიუჯეტში 15 ლოკაციაზე მოსაცდელების მოწყობაც არის გათვალისწინებული, რაც შეეხება შიდა სასოფლო გზების დაბეტონებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი.
2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 ნოემბერს დარეგისტრირდა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში განხილული იქნა და ბიუჯეტის კომისიის სდომებზე განხილვისას გამოკვეთილი შენიშვნები მუნიციპალლიტეტის მერიაში გადაიგზავნება.
საჯარო განხილვას ადგილობრივი მოსახლეობა, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.