დეპუტატებმა სოფ.მახოში საავტომობილო გზები დაათვალიერეს

დღეს თხილნარის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდია დიდმანიძემ და საკრებულოს წევრმა სულხან დუმბაძემ სოფელ მახოში არმირებული წესით დაბეტონებული საავტომობილო გზა დაათვალიერეს.
სოფელ მახოში 200 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთი ბეტონის საფარით მოწყო.
გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და ავტომობილებს გადაადგილება უჭირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებით შემცირდა სოფელ მახოსა და სიმონეთის დამაკავშირებელი გზის მანძილი.
სამუშაოები შპს ,,აკო777’’-ს მიერ იქნა შესრულებული.
პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 13 735 ლარი გამოიყო.