დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ხელვაჩაურში

14:00 საათზე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ჩატარდა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თვმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ მოწვეულ სტუმრებს საზეიმოდ მიულოცეს დედისა და ქალთა დღე და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა სასოფლო კლუბში ჩატარდა და ღვაწლმოსილი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სულ 47 ქალბატონი დაჯილდოვდა.