,,დებატების სკოლა 2016-ის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ,,დებატების სკოლა 2016-ის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა იმსჯელეს რეზოლუციაზე: ,,მარიხუანას ლეგალიზაცია." დებატების დასრულების შემდეგ დებატების სკოლის 10 მონაწილე სერტიფიკატებით, ხოლო საუკეთესო გამომსვლელები ასევე წიგნებით დასაჩუქრდნენ. პროექტის ფარგლებში სულ 10 შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდნენ ტრენერები: ილონა დიასამიძე და გიორგი თავბერიძე.